ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მართლმსაჯულების ნაწილია, რომელიც მიზნად ოპოზიციის განადგურებას ისახავს“, – წერს ჰაკერი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
The verdict against Nika #Gvaramia is politically motivated and part of the government controlled justice to eradicate the opposition. (TH) #GeorgianProtests #Georgia https://t.co/5K8UTmuYJv
— Thomas Hacker (@hacker_fdp) December 6, 2024