პოეტმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

Published:

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

როგორც მისი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img