მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც ის ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.