მე პირადად მოვტყუვდი „ქართული ოცნებით, – ამის შესახებ როკ მუსიკოსმა ლადო ბურდულმა „ევრონიუსთან” საუბრისას განაცხადა.
„მე პირადად მოვტყუვდი „ქართული ოცნებით”. მეგონა, რომ მივდიოდით მართლა ევროპა-ნატო-სკენ, მაგრამ ბოლო მაგათმა განცხადებებმა უკვე მიმახვედრა, რომ თავიდანვე ჰქონდათ ამათ ჩაფიქრებული, რომ რუსეთისთვის შევეერთებინეთ. ეს კი, ჩემი გაგებისთვის და მორალისთვის აბსოლუტურად საწინააღმდეგოა.
დაუმორჩილებლობა, მე როგორც შემიძლია ისე ვაცხადებ ჩემს დაუმორჩილებლობას და პოზიციას და ყველამ თავისი უნდა გამოხატოს”, – თქვა ბურდულმა.