ჟურნალმა Time-მა დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად დაასახელა

Published:

ჟურნალ Time-ის მიერ, წლის ადამიანად, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დასახელდა.

“რესპუბლიკელმა” დონალდ ტრამპმა ეს აღიარება უკვე მეორედ მოიპოვა. ჟურნალმა იგივე წოდება ტრამპს 2016 წელსაც მიანიჭა.

“ეს არის უდიდესი პატივი, ვფიქრობ, ამჯერად უფრო მომწონს,” – თქვა “რესპუბლიკელმა” არჩეულმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართულ ცერემონიაზე.

სცენაზე ის მეუღლესთან, მელანიასთან, ქალიშვილებთან – ივანკა და ტიფანი ტრამპებთან და, ასევე, მისი გუნდის წევრებთან ერთად ავიდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img