სლოვაკეთის პრეზიდენტი, პიტერ პელეგრინი – მშვიდობის მისაღწევად უკრაინას ტერიტორიების დაკარგვა მოუწევს

Published:

სლოვაკეთის პრეზიდენტი პიტერ პელეგრინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ კომპრომისით, მათ შორის ტერიტორიების დათმობით არის შესაძლებელი.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს დათმობაზე წასვლა.

„როცა საქმე ეხება მშვიდობას, ვფიქრობ, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ.

დღეს, ალბათ, ევროპაში გონიერ ადამიანებს შორის არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე“- განაცხადა პიტერ პელეგრინიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი პოზიცია ეფუძნება ფრონტზე არსებული ვითარების ყოველდღიური მონაცემების ანალიზს.

პელეგრინიმ ასევე მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img