მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.
„ეს არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დაკავებული, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, ჩემი უახლოესი ადამიანი „ოკმელა“ ზის, ძალიან ვაჟკაცი ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რაიმე სასიხარულო ხდება, რადგან მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი.
მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან 5000- ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.