CoD-ის წევრი ქვეყნები: ჩაატარეთ ობიექტური გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

Published:

დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართელი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებულ გამოყენებას გმობენ.

ამასთან, ისინი ოცნებას რეპრესიული ტაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ მოვუწოდებთ, ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება გამოიყენოს.დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე. ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს.”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img