ევროპარლამენტარი, ტობიას კრამერი – მოდით, დავაწესოთ ნამდვილი სანქციები მათზე, ვინც ზეწოლას ახდენს საკუთარ მოსახლეობაზე, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს მათ სურვილში, ჰქონდეთ ახალი და სამართლიანი არჩევნები

Published:

მოდით, დავაწესოთ ნამდვილი სანქციები მათზე, ვინც ზეწოლას ახდენს საკუთარ მოსახლეობაზე, მოდით, მივესალმოთ აქ, ამ ტრიბუნაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიმართოს პლენარულ სესიას, მოდით, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს მათ სურვილში, ჰქონდეთ ახალი და სამართლიანი არჩევნები ევროპულ გზაზე, მათი თავისუფლების გზაზე, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ქართველები ახლა მოქმედებენ ღირებულებების დასაცავად, მისივე განცხადებით, ევროპული დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა.

როგორც ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება, ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი დემოკრატიისთვის.

„ახლახან დავბრუნდი თბილისიდან და რაც იქ ვნახე ნამდვილად გამაოგნებელია. არჩევნების გაყალბების შემდეგ, მთავრობა არბევს საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს, ევროპული დემოკრატია გადააქციოს ბელარუსის ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად კრემლის აჩრდილის ქვეშ. ეს რუსული სცენარია? დეზინფორმაციის, მანიპულაციის, დაშინების, დარღვევების და წამებისაც კი. რაც მე საქართველოში ვნახე, ასევე მაძლევს იმედს, რადგან ათობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში ყველა დღე, ყველა ღამე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, სოფელში. ისინი იბრძვიან საკუთარიეს ხალხი იბრძვის საქართველოში და ამას აკეთებს ოქროს ვარსკვლავებიანი ლურჯი დროშის ქვეშ, ეს ევროპული დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა. ქართველები რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ლურჯი დროშისთვის. ხალხი როდესაც გვხედავდა, ამ დროშებს აფრიალებდა, გვესალმებოდა და გვეკითხებოდა, სად არის ევროპა ამ დროს? არამხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები, მოლდოველები და ბევრი სხვა გვხედავენ აქ, სტრასბურგში მსხდომებს. ასე რომ, მოდით, ვაჩვენოთ მათ, რომ ევროკავშირს მოქმედება შეუძლია ამ საჭირო დროს, მოდით, დავაწესოთ ნამდვილი სანქციები მათზე, ვინც ზეწოლას ახდენს საკუთარ მოსახლეობაზე. მოდით, მივესალმოთ აქ, ამ ტრიბუნაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიმართოს პლენარულ სესიას. მოდით, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს მათ სურვილში, ჰქონდეთ ახალი და სამართლიანი არჩევნები ევროპულ გზაზე, მათი თავისუფლების გზაზე. ქართველები ახლა მოქმედებენ იმ ღირებულებების დასაცავად, რასაც ეს დროშა წარმოადგენს. მოდით, ჩვენც იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img