თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვა

Published:

18 დეკემბერს თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ჩამოვა.

“ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.

“ამ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ასევე, უხმობს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებისგან და პატივი სცეს ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისთვის და საქართველოს ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img