საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან დაკავშირებითაც სიტუაცია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არაა, პირიქითაა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს – დამიბრუნე ჩემი ხმა იმიტომ, რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი, და ასევე, მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.