პროტესტის ერთი თვის თავზე საზოგადოება “ერთობლივ ჯაჭვს საქართველოსთვის” შეკრავს

Published:

28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანი და მრავალფეროვანია. ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე. 28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, გვექნება “ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის”, – ამის შესახებ წერს “დაიტოვეს” ერთ-ერთი წევრი, დეა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ დასახლებული პუნქტის ცენტრალურ მოედნებსა და ხიდებზე საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო ჯაჭვის გასაკეთებლად გამოვალთ. ყველა ქალაქს, სადაც შედგება საპროტესტო ჯაჭვი, საკუთარი სქემა ექნება.

“მე შემოგთავაზებთ თბილისის საპროტესტო ჯაჭვის სქემას, რომელიც ქალაქში საკმაოდ ვრცელ პერიმეტრზე იქნება გაშლილი.

საპროტესტო ჯაჭვი შემდეგ ხიდებზე გაიშლება:

– მეტეხის ხიდი

– მშვიდობის ხიდი

– ბარათაშვილის ხიდი

– ზაარბრუკენის ხიდი

– გალაკტიონის ხიდი

– თამარ მეფის ხიდი

– ვახუშტის ხიდი

ამდენად ვრცელი პერიმეტრის ასათვისებლად არაერთი ჯგუფის მონაწილეობა იქნება საჭირო, რათა საპროტესტო ჯაჭვის სწორად და ეფექტურად ორგანიზება მოხერხდეს.შესაბამისად, გთხოვთ იმ ადამიანებს, რომელთანაც არ გვქონია კომუნიკაცია და რომლებიც მზად ხართ ძალისხმევა გაიღოთ ერთობის ჯაჭვის ორგანიზებისთვის, დამიკავშირდეთ,”- წერია განცხადებაში.

წყარო https://www.facebook.com/share/p/1EXmg5zDCJ/?mibextid=wwXIfr

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img