აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ გენერალურ პროკურატურასთან იმართება

Published:

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ იმართება.

ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, მათ შორის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ ყველა დაკავებული არის პოლიტიკური პატიმარი და ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის ისჯებიან.

„დღეს ეს საქმეები „შეკერილი“ აქვს პროკურატურას აბსოლუტურად ყალბი ბრალდებებით. არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ იმ ბრალის მიხედვით, რაც წარდგენილი აქვთ. შესაბამისად, მოვუწოდებ მათ, ამ ახალგაზრდების უკანონო პოლიტიკური დევნა შეწყვიტონ და გაათავისუფლონ ისინი,“ – განაცხადა ზურა ცეცხლაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img