გიორგი ვაშაძე – თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს – ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს

Published:

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს,- ამის შესახებ “სტრატეგია – აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოველი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მძიმეა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს პროცესები არ გააჭიანუროს და ამ კვირაშივე მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება.

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს. ყოველი შემდგომი დღე უფრო და უფრო მძიმეა თვითმარქვია რეჟიმისთვის, ამიტომ არის აუცილებელი პროტესტი და წნეხი. ახლა აუცილებელია და ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის, რომ შეტევით რეჟიმზე გადავიდეთ. რაც მალე დანებდება ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას, მით ნაკლები იქნება ქართველი ხალხის რისხვა. რაც უფრო გააჭიანურებს ივანიშვილი ამ პროცესს, მით უფრო მძიმე შედეგებით დაასრულებს ის და მისი გარემოცვა. ვურჩევ ივანიშვილს, რომ ამ კვირაშივე მოხდეს ყველაფერზე შეთანხმება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img