“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო” – წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

Published:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 21 დეკემბერს, საღამოს საათებში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

“ნაპოლის” ყოფილმა და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა.

65 წლის სპეციალისტმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

“ნეაპოლი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც ითხოვს. რასპადორი? მას კარგად ვიცნობ, ნამდვილი პროფესიონალია და მისი “ნაპოლიში” ხილვა ნამდვილად მსურდა.

შეუძლია თუ არა “პარტენოპეის” სკუდეტოს მოგება? არ ვიცი, ჩემი აზრით, გუნდი სწორ გზაზე დგას.

რატომ ვეღარ თამაშობს “კვარა” ისე, როგორც “ნაპოლის” საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭი და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მან მტკიცე ხასიათიუნდა შეიძინოს. ქართველი ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა და უდიდესი კლასი აქვს. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ მოედანზე პაუზებს გააკეთებს. რადგან როცა ამის შემდეგ აჩქარებას იწყებს, უბრალოდ შეუჩერებელია.

იყო თუ არა ლობოტკა ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი? მისმა კარგმა თამაშმა “ნაპოლის” წარმატება განაპირობა, ახლაც განსაკუთრებული როლი აქვს და გუნდის ნამდვილი ხერხემალია. დამიჯერეთ, ეს ადვილი არ არის”, – განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, სპალეტი “ნაპოლის” 2021/2023 წლებში წვრთნიდა და “პარტენოპეის” სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img