“გვიყვარს ბომბარდირი” ბრწყინვალე ფორმაშია. ფრანგული “ლიონის” გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე კლუბის, დეკემბრის, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
24 წლის თავდამსხმელს დეკემბერში შესანიშნავი თამაშები ჰქონდა. მან, ლეგენდარულ “პარკ დე პრინსზე” თავად ჯანლუიჯი დონარუმას გაუტანა.
საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” თავდამსხმელს, მიმდინარე სეზონში, “ლიონის” მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.