თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.