სერგო ჩიხლაძე – პოლიტიკური ძალების, ასევე, დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს – ახალი არჩევნების დანიშვნას

Published:

ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ასევე, მთელი დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს -ახალი არჩევნების დანიშვნას, – ამის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი გამოყენებული იქნება პროპაგანდული მიზნებისთვის, თითქოს დასავლეთში ვიღაც „ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმს აღიარებს“.

„ნებისმიერი მსგავსი ვიზიტი ივანიშვილის რეჟიმის და რუსული პროპაგანდის მიერ, გამოყენებული იქნება თავიანთი პროპაგანდული მიზნებისთვის, თითქოს დასავლეთში ვიღაც აღიარებს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, თითქოს არჩევნებს აღიარებს ვინმე და ა.შ. თუმცა ეს ასე არ და ვერ იქნება, რადგან არსებობს ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა და ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნა და 50-ზე მეტი დაპატიმრებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საქმეების შეწყვეტაა. ეს არის პოზიცია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ეს არის, ასევე, მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია. ვხედავთ, ევროკავშირის ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატების და პოლიტიკოსების პოზიციას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს -ახალი არჩევნების დანიშვნას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img