დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისივე ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.