აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბთს, 7 იანვარს კვლავ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად დაემატოს და გამოაქვეყნა რუკები, სადაც ნაჩვენებია კანადა, როგორც აშშ-ის ნაწილი.
7 იანვარს, ტრამპმა გაავრცელა რამდენიმე პოსტი სოციალურ ქსელში შეერთებული შტატებისა და კანადის რუკით ერთ ფერში, წარწერით “ამერიკის შეერთებული შტატები”, მეორე კი შეერთებული შტატებისა და კანადის გამოსახულებით, რომელიც დაფარულია ამერიკის დროშით.
— Donald J. Trump Posts From His Truth Social (@TrumpDailyPosts) January 8, 2025
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ საქონელზე 25-პროცენტიან ტარიფებს დააწესებდა, ოტავა კი ვაჭრობისა და იმიგრაციის საკითხის ვერგადაჭრაში დაადანაშაულა.
ტრუდოსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებები ამ საფრთხეების ფონზე გამორჩეული იყო ტრამპის არაერთგზის ხუმრობით კანადაზე, როგორც „ამერიკის 51-ე შტატზე“.
ამასთან დაკავშირებით, ჯასტინ ტრუდომ, რომელმაც კანადის პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცოტა ხნი წინ განაცხადა, აღნიშნა: “მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს”.
— Donald J. Trump Posts From His Truth Social (@TrumpDailyPosts) January 8, 2025