გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი, – ასე მიმართა ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს.
რამდენიმე საათის წინ ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს, კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს. ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის პარტნიორები არიან.
მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.
There isn’t a snowball’s chance in hell that Canada would become part of the United States.
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) January 7, 2025
Workers and communities in both our countries benefit from being each other’s biggest trading and security partner.