ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა

Published:

ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. 

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება.

შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ 20-მდე მოროდიორი დააკავეს. „სამწუხაროდ, მოველი,  რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ არ შევეგუებით ამგვარ ქცევას“, – განაცხადა მან.

ევაკუაციის განკარგულება გაცემულია 180 000-მდე ადამიანისთვის, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

სახანძრო სამსახურებმა ნაწილობრივ მხოლოდ ორი ხანძრის კერის ლოკალიზება შეძლეს.

სტიქია უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ხანძარი აშშ-ის ისტორიაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img