ეკა ბესელია – ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევა გზავნილია, რომ სწორედ მას ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად

Published:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ეკა ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა გზავნილია, რომ სწორედ მას ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად,

მისივე თქმით, აშშ-მა “ქრთული ოცნება” იმიტომ არ მიიწვია ცერემონიაზე, რომ ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებს ტრამპის ინაუგურაციაზე ადგილი არ მოეძებნებათ.

“ქართული ოცნება” არ არის მიწვეული, არ იწვევენ. იმიტომაც არ იწვევენ, რომ ამით უნდა მიხვდნენ, რომ ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებს ამ ინაუგურაციაზე ადგილი არ მოეძებნებათ. სალომე ზურაბიშვილის მიწვევა არის ფაქტიობრივად გზავნილი, რომ ეს არის ღიად გამოხატული მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, რომლესაც ეუბნებიან, რომ მას ცნობენ, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img