დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს ჩვენი სესხიდან, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაიფარება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ამიტომ ამის ფასი მან უნდა გადაიხადოს.
„ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას და გაათავისუფლებს უკრაინის ფულს თავდაცვისთვის“, – წერს კაია კალასი.
Russia started this war so Russia must pay the price of it.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 10, 2025
Today Ukraine will receive €3 billion from our G7 loan which will be repaid with the proceeds from Russian frozen assets.
This will support Ukraine’s economy and free up Ukrainian money for defence.