რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

Published:

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 13 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 იანვრის საღამოს შვიდი საათიდან და გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს 110 დრონით.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს 78 დრონი, კიდევ 31 კი ლოკალურად დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, სუმის, კიევის, ჟიტომირის და ზაპოროჟიეს ოლქებში დაზიანებულია საწარმოები, სახლები და კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქ სუმიში ხანძარი გამოიწვია რამდენიმე სახლსა და ბავშვთა გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ არის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img