ლიეტუვა მიმდინარე კვირაში უკრაინას 4500 დრონს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი ევროა. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე საკალიენე ავრცელებს.
“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4500 დრონს აგზავნის”, – თქვა მან.
I am proud to share that Lithuania is sending 4,500 drones worth 5 million euros to Ukraine this week.
— Dovilė Šakalienė (@DSakaliene) January 12, 2025
In addition, during the last Government meeting, we approved a new faster procedure for transferring state assets. These changes will significantly reduce the time required for… pic.twitter.com/332p7A4Q6D
მინისტრის განცხადებით, მთავრობის ბოლო სხდომაზე დაამტკიცეს სახელმწიფო აქტივების დამტკიცების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეკვეცს ბიუროკრატიულ პროცესს უკრაინისთვის დრონების გადაცემისთვის.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გამო უკრაინისთვის გადასაცემი დრონები საწყობში გაიჭედა.