საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მიმართავს და მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„მზია ამაღლობელო, საქართველოს თავისუფლებისთვის ამ ისტორიულ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
Mzia Amaglobeli you are not alone in this historical fight for Georgia’s freedom 🇬🇪✊ https://t.co/zNf6FELQPL
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 21, 2025
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.