დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ჩამოიარა და ყველა შეიწყალა, სასაცილო, შესაძლოა, სამწუხარო ის არის, რომ საკუთარი თავი არ შეიწყალა

Published:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა იმით, რომ თანამდებობის დატოვებამდე საკუთარი თავი არ შეიწყალა.

„ამ ადამიანმა ჩამოიარა და ყველა შეიწყალა. იცით, სასაცილო, შესაძლოა, სამწუხარო ის არის, რომ მან საკუთარი თავი არ შეიწყალა და თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მასთან იყო დაკავშირებული“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, 2021 წელს, როდესაც თეთრ სახლს ტოვებდა, ჰქონდა არჩევანი, საკუთარი თავი შეეწყალებინა, მაგრამ უარი თქვა, რადგან თვლიდა, რომ არაფერი დაუშავებია. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, ჯო ბაიდენს „ძალიან ცუდი რჩევა” მისცეს.

„ჯო ბაიდენს ძალიან ცუდი მრჩევლები ჰყავს. ვიღაცამ მას ურჩია, შეწყალება ყველა საკუთარი თავის გარდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img