საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ლიონის” მორაგბე დავით ნინიაშვილი ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “Rugbyrama”-მ top 14-ს მე-15 ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.
დავით ნინიაშვილის “ლიონმა” მე-15 ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ლიონელებმა “ბორდო” ბორდოში ისტორიაში პირველად დაამარცხეს და ქართველმა ტალანტმა მატჩის მე-4 წუთზე 50- მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ საოცარი ლელო დადო. ნინიაშვილს თამაშსს ფრანგულმა გამოცემამ ვრცელი სტატია მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის მორაგბე ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა.
“ნინიაშვილი უმაღლესი დონის მოთამაშეა. ის ყველაზე ამბიციურ გუნდშიც კი შეუცვლელი წევრი იქნება.”- წერს Rugbyrama
ნინიაშვილი ფრანგულ “ლიონს” 2021 წელს რაგბის კლუბ “ხვამლიდან” შეუერთდა. 2025 წლის ზაფხულში კი, დავითი ფრანგული რაგბის გრანდ “ლა როშელს” შეუერთდება.
ამჯერად, დავით ნინიაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად 2025 წლის პირველი მატჩისთვის ემზადება. 1 თებერვალს “ბორჯღალოსნები” ავჭალის რაგბის სტადიონზე შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.