ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელზეც უკრაინაში ომი, ასევე ირანისა და ჩინეთის საკითხი განიხილეს.
„კარგი საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან. ჩვენ განვიხილეთ გლობალური საკითხები, სადაც ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში, ირანის მავნე გავლენა და ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევები. ევროკავშირი და აშშ ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები არიან. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
Good call with @SecRubio.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 28, 2025
We discussed global issues where the EU and US have the same interests, including Russia’s war in Ukraine, Iran’s malign influence and challenges posed by China.
The EU and US are always stronger together.
Looking forward to meeting you soon. pic.twitter.com/leKEB81SUT