ტრაგედია თბილისში – რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ადგილზე, (რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია) სადაც ტრაგედია დატრიალდა, არც გამაფრთხილებელი ნიშნები და არც უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.
ირკვევა, რომ შაბათს, 25 იანვარს, მუსიკის გაკვეთილიდან გამოსული 16 წლის იოსებ ადეიშვილი პარკში მეგობრებთან ერთად დასვენებად შევიდა და შემთხვევით, ღია თხრილში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენას რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
თვითმხილველთა თქმით, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მივიდა.
მოქალაქეები “პირველებს” ეუბნებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღია თხრილში ადამიანები ჩავარდნენ.