ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

Published:

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბერში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.63% შეადგინა, რაც 0.6%-ით არის გაზრდილი თვიურ, ხოლო 1.37%-ით წლიურ მაჩვენებელზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.03% იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში – 11.26%.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის დეკემბერში წლიურად 0.27%-ით გაიზარდა და 18.16% შეადგინა. ხოლო, უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი (ლარში) 14.66% იყო, რაც 1.42%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდზე.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თვეების მიხედვით, ასე იცვლებოდა:

  • იანვარი- 11.49%
  • თებერვალი – 11.49%
  • მარტი – 11.46%
  • აპრილი – 11.17%
  • მაისი – 11.3 %
  • ივნისი – 11.4 %
  • ივლისი – 11.57 %
  • აგვისტო – 11.67 %
  • სექტემბერი -11.8 %
  • ოქტომბერი – 11.85 %
  • ნოემბერი – 12.03 %
  • დეკემბერი – 12.63 %

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img