“უდიდესია ჩვენი გულისტკივილი და მწუხარება!” – სკოლის დირექტორი რიყის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

Published:

ქალაქ თბილისის N132 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი წერს.

“ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილი.

სკოლის კოლექტივის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს!

უდიდესია ჩვენი გულისტკივილი და მწუხარება! ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს ადგილი, ჩვენს ლამაზ ბიჭს!” – წერს თამარ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი შაბათს, რიყის პარკში თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img