დონალდ ტრამპი – აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი თებერვლიდან 25%-იან ტარიფს დააწესებს

Published:

აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შევა შაბათს, პირველ თებერვალს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზია „სავაჭრო დეფიციტი და ფენტანილის შემოდინება“. მისივე თქმით, ეს საკითხები სატარიფო პოლიტიკის მეშვეობით გადაჭრას მოითხოვს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ნავთობთან დაკავშირებით ტარიფების დაწესება კანადასა და მექსიკაზე.

„ჩვენ შეიძლება, დავაწესოთ ან არ დავაწესოთ. ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს საღამოს მივიღებთ ნავთობთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან.

ტრამპი ასევე განიხილავს ტარიფების დაწესებას ჩინეთზე იმის გამო, რომ ფენტანილი აშშ-ში ჩინეთიდან შედის.

„ჩინეთსაც მოუწევს ტარიფის გადახდა ამისთვის, ჩვენ ვართ ამის გაკეთების პროცესში. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს ფენტანილის შემოგზავნა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მკვლელობა“, – განაცხადა ტრამპმა.​​​​​​​​​​​​​​​​

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img