ილონ მასკი – USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა, დროა ის მოკვდეს

Published:

კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ისინი აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტო USAID-ის დახურვაზე მუშაობენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ის შეკეთებას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას ეთანხმება.

მასკმა ეს კომენტარი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობის შედეგების განხილვის დროს გააკეთა.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შენობის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა შეეზღუდათ.

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა.

„USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. დროა ის მოკვდეს“, – დაწერა ილონ მასკმა პლატფორმა X-ზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img