ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდსმენი გახდა – ლეგენდამ 10 ოლიმპიადაზე იასპარეზა

Published:

ლეგენდარული ქართველი ტყვიით მსროლელი ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდსმენი გახდა. ნინო პირველი ქალი სპორტსმენია მსოფლიოში, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 10-ჯერ იასპარეზა.

სალუქვაძე სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. ოქრო და ვერცხლი საბჭოთა კავშირის სახელით მოიპოვა. 2028 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით მოიპოვა.

აღსანიშნავია, ისიც რომ ნინო სალუქვაძემ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარ ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დედა-შვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზა.

ნინო სალუქვაძეს სპეციალური სერთიფიკატი და მედალი დღეს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ ღონისძიება ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადასცეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img