ზაფხულში საქართველოს კიდევ ერთი ე.წ. “Tier 1” სარაგბო ქვეყნის ნაკრები ეწვევა. სფერონიუსის ექსკლუზიური ინფორმაციით, 2025 წლის ზაფხულის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს.
როგორც სფერონიუსისთვის ხდება ცნობილი, საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.
“ბორჯღალოსნების” გარდა, ირლანდიელები ზაფხულში პორტუგალიასა და რუმინეთს ეთამაშებიან.
საქართველო და ირლანდია ისტორიაში ერთმანეთს 5-ჯერ არიან შენახვედრი და 5-ვე შემთხვევაში გამარჯვება ირლანდიელებს დარჩათ. მატჩის ლოკაცია და ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.