სასამართლო გიგი უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დღეს იმსჯელებს

Published:

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომლის ჩატარების დროც ჯერ განსაზღვრული არ არის, უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ მისმა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, ასევე სახალხო დამცველმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მოინახულა.

ადვოკატის თქმით, უგულავას მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img