პენიტენციური სამსახური – მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, კვლევების ჩასატარებლად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

Published:

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით.

ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img