უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაილანდის რამდენიმე მოქალაქე საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. Bangkonkpost წერს, რომ ქალები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს, თუმცა ისინი სისტემატიურ ექსპლუატაციას განიცდიდნენ და არც სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევდნენ.
შსს-ში განგვინარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და უკვე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 70-მდე მოქალაქე. გატარებული ოპერატიული მოქმედებებისთვის ბანგკოკის ინტერპოლი საქართველოს შსს-ს მადლობას უხდის.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.