ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა, დაღუპულია ორი პირი

Published:

ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები არიან მოტოციკლისტი და ავტობუსის ერთი მგზავრი.

როგორც მედია წერს, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილით, 07:20 საათზე მოხდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img