აშშ ეწინააღმდეგება “დიდი შვიდეულის” განცხადებაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას

Published:

შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესორად მოხსენიებას “დიდი შვიდეულის” განცხადებაში, რომლის გამოქვეყნებაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 3 წლისთავზე იგეგმება. იტყონიბება The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით.

“ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ სურთ რაღაც განსხვავებული და მოკლე [განცხადება], ვიდრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებული განცხადება. ისინი ცდილობენ უზრუნველყონ, რომ განცხადებამ არ შეუშალოს ხელი მოლაპარაკებებს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს რუსეთთან”, – წერს გამოცემა.

განცხადების პროექტი მოამზადა კანადამ, რომელიც ამჟამად “დიდი შვიდეულის” თავმჯდომარეა.

“წყაროს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ განიხილა პირველად პროექტი მიმდინარე კვირაში და ამოიღო ყველა სიტყვა, რომელიც შეიძლება გაინმარტოს, როგორც პროუკრაინული”, – ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, The New York Times-ის ცნობით, ვაშინგტონმა მოითხოვა, რომ ტექსტიდან ამოიღონ ყველა პასაჟი, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად არის შეფასებული.

შედეგად მომზადდა განცხადების პროექტი “რომელშიც არ არის ნახსენები არც რუსეთი, როგორც აგრესორი და არც უკრაინა, როგორც შეჭრის მსხვერპლი”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია გადამწყვეტი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ხელს შეუშლის მომავალ აგრესიას”.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტის პროექტის შემუშავება შესაძლოა ორშაბათამდე გაგრძელდეს, ვიდრე გამოქვეყნდება.

იუწყებიან, რომ “დიდი შვიდეულის” სხვა ლიდერები მტკიცედ იცავენ თავიან პოზიციას და აცხადებენ, რომ განცხადების შინაარსის შერბილება მოსკოვის გამარჯვებას ნიშნავს.

The New York Times აღნიშნავს, რომ წყაროების თანახმად, ასევე ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მოიწვევენ თუ არა G7-ის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წლევანდელ სამიტზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img