ქუთაისის აეროპორტში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის წმენდა – დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისი შეფერხების გარეშე მუშაობს

Published:

დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა – დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად თოვს.

ყველა რეგიონში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.

ქუთაისის აეროპორტში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის წმენდა და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისი შეფერხების გარეშე მუშაობს:

“მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის წმენდა და დამუშავება მოყინვის საწინააღმდეგო სითხით. ასევე, საჰაერო ხომალდებს გავუკეთეთ მოყინვის საწინააღმდეგო სითხით შესაბამისი პროცედურები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისი შეფერხების გარეშე მუშაობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებულია ოპერირება, რის გამოც, რამდენიმე რეისის გადმომისამართება მოხდა,”- აცხადებს ქუთაისის აეროპორტის დირექტორი გაგა სანიკიძე. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img