საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ურს დანიელ ენგელსს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატზე და უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ხაზი გაუსვეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ზედამხედველობის საკითხებს და ამ მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.