ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმება უკრაინის მიერ “10 ცენტის დაბრუნებასაც” არ ითვალისწინებს

Published:

აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ შეთანხმებულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

ზელენსკის თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ-თან იშვიათ ლითონებზე წინასწარი შეთანხმება “შემდგომ შეთანხმებებამდე მიგვიყვანს”.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ამერიკელების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ შეთანხმებულა. BBC აღნიშნავს, რომ ზელენსკი შეთანხმებას უფრო როგორც “ჩარჩოს” მოიხსენიებდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამერიკელებისგან მოითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებისთვის მხარდაჭერაზე წინადადების ჩამატებას, მაგრამ არაფერი კონკრეტულად ჯერ არ გადაწყვეტილა.

დონალდ ტრამპის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარების მილიარდობით დოლარის ღირებულება დააბრუნოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ “10 ცენტის დაბრუნებასაც”.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ის პარასკევს, 28 თებერვალს, თეთრ სახლს ეწვევა, ის “ძალიან პირდაპირ” იკითხავს ამერიკა გააგრძელებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერას.

კითხვაზე, იტყვის თუ არა ის უარს შეთანხმებაზე თუ ტრამპი უკრაინისთვის სასურველ უსაფრთხოების გარანტიებს არ შესთავაზებს, ზელენსკიმ უპასუხა: “მინდა ნატოს გზის ან რაიმე მსგავსის პოვნა. თუ უსაფრთხოების გარანტიებს არ მივიღებთ, არ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა, არაფერი არ იმუშავებს, არაფერი”.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება შესაძლოა დიდი წარმატება იყოს და “წარმატება დამოკიდებული იქნება დონალდ ტრამპთან ჩვენს საუბარზე”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img