აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმებაში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას არ აპირებს – ტრამპი ზელენსკის თეთრ სახლში პარასკევს მიიღებს

Published:

ტრამპი ზელენსკის თეთრ სახლში პარასკევს მიიღებს – შეხვედრაზე ხელი უნდა მოეწეროს იშვიათი წიაღისეულისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეთანხმებას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმებაში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას არ აპირებს, მაგრამ ამას ევროპა გააკეთებს, რადგან ევროპა მათი მეზობელია.

ტრამპის თქმით, უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება, რადგან მისი ვარაუდით, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო.

შტატების პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დათმობაზე წასვლა მოუწევს პუტინსაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img