სინოპტიკოსების ცნობით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება

Published:

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, უახლოეს დღეებში სინოპტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან.

დღის მეორე ნახევრიდან უხვი ნალექის შეწყვეტაა ნავარაუდები გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა, ღამით შენარჩუნდება ყინვა.

„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში+2+7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img