ნიკა მელია – განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით – მჯერა, პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ტყვეებად ყოფნა

Published:

განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესს ესწრება.

როგორც მელია განმარტავს, პოლიტპატიმრებს ციხეში გამოკეტვა დიდი ხნით არ მოუწევთ.

„ტრაგედიაა, როცა ასეთ ნიჭიერ, პერსპექტიულ, ენერგიით სავსე თვითმყოფადი ახალგაზრდები უკვე თვეების განმავლობაში არაფრის გამო არიან გამოკეტილი იქ, სადაც არ უნდა იყვნენ, მაშინ, როცა რეალური დამნაშავეები ამ ქვეყანას მართავენ, მაგრამ ეს დროებითი მოცემულობაა. ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ ვართ სოლიდარულები, მათ შორის, განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით. ადამიანი უბრალოდ საკუთარ თავს, ღირსებას, ამ ქვეყნის ინტერესს იცავდა. მჯერა, რომ მომავლის გადმოსახედიდან, მიუხედავად ამ უსამართლობისა, ის და მისი ოჯახი იამაყებს. მჯერა, რომ პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეში ტყვეებად ყოფნა”,- განაცხადა მელიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img