ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეხმაურება რუსული საგარეო დაზვერვის 27 თებერვლის განცხადებას – უწყება ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს.
ჰერჩინსკის თქმით, „ცხადია, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები და ტყუილებია”.
არ ვიცი, რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგნადას, როცა ასეთ ტყუილს ავრცელებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილები, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს”. – თქვა პააველ ჰერჩინსკიმ.
„ცხადია, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები და უბრალოდ ტყუილებია. არც ვფიქრობ, რომ ამაზე კომენტარს უნდა ვაკეთებდე. რაც შეეხება რუსეთის ჰიბრიდულ ომს – რა თქმა უნდა, ბოლო 3 წელია, რუსეთი დაკავებულია უკრაინის ქალაქების ნგრევით, დაბომბვით და ჯარისკაცებთან ერთად მოქალაქეების დახოცვით.
მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდულ მოქმედებებს აწარმოებს ყველგან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში … მაგრამ ასევე მოლდოვაში, საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.