უკრაინის ძალები კურსკის ოლქს ნაწილობრივ ტოვებენ – კურსკში პუტინი ჩავიდა

Published:

უკრაინის ძალები კურსკის ოლქს ნაწილობრივ ტოვებენ – შეიარაღებული ძალების მეთაური, ალექსანდრ სირსკი ამ გადაწყვეტილებას სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

დასავლური მედია წერს, რომ რუსეთმა გუშინ რეგიონში მდებარე ქალაქ სუჯაზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

კურსკში ჩავიდა პუტინიც. ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია კურსკში, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ, გასული წლის 6 აგვისტოს, რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img